ელექტრომობილი და ჰიბრიდი

eleqtromobili

სულ რაღაც ათი-ოცი წლის წინ ელექტრომობილი და ჰიბრიდული მანქანა მხოლოდ პროექტი იყო. ამ ორი “ახალი” ტიპის ავტომობილის გამოჩენის ორი მიზეზი არსებობს. პირველ რიგში, ნავთობზე ფასის მატება. მეორე მხრივ, ავტომობილები ძალიან აბინძურებენ გარემოს. მათ მიერ წარმოებული სითბოს გარდა, ატმოსფეროში  დიდი რაოდენობით მავნე აირები და ნივთიერებები ხვდება.

მანქანა შიგაწვის ერთი ძრავით, რომელთა მუშაობის პრინციპი არ შეცვლილა ასი წლის მანძილზე, სწრაფად თმობს პოზიციებს. მსოფლიო ავტომობილების წარმოებაში პირველ პლანზე გამოდის ორი ახალი მეტოქე. უახლოეს მომავალში ისინი არა მარტო ტრადიციულ მანქანებს, არამედ კონკურენციას ერთმანეთსაც გაუწევენ.

განვიხილოთ ძირითადი განსხვავებები ელექტრომობილებსა და ჰიბრიდებს შორის.

ხმა. პრაქტიკულად ყველა თანამედროვე ავტომობილი უხმოა. ასევე, ელექტრომობილი დაბალ სიჩქარეებზე ხმას თითქმის საერთოდ არ გამოსცემს, ამიტომ ზოგჯერ ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების მიზნით ხელოვნურ ხმაურს ქმნიან. ჰიბრიდული მანქანების პატრონები კი პირიქით, ვერ ფარავენ გაოცებას, როცა მანქანა გაჩერებულია და  მოტორის დაძაბული მუშაობა ესმით. ეს ხდება მაშინ, როცა ჰიბრიდის მოტორი ბენზინზე, აკუმულატორის დასატენად მუშაობს.

გადაადგილების მანძილი. რამდენ ხანს შეიძლება ტარება? ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია ავტომობილის მფლობელებისთვის.  ელექტრომობილის შედარებით ნაკლებ მანძილის გავლა შეუძლია და ამას ნაკლად უთვლიან. .თუმცა, მაგალითად, ნისან ლიფს-ს შეუძლია გაიაროს 76-169 კმ, რაც სავსებით საკმარისია ადამიანისათვის სამსახურში წასასვლელად და შინ დასაბრუნებლად. ღამე მანქანა სრულად დაიმუხტება და დილისთვის მზად იქნება.

ჰიბრიდულ მანქანას კი აკუმულატორზე შეუძლია  დაახლოებით 30 კმ. გაიაროს. ამის შემდეგ ჩაირთვება ბენზინზე მომუშავე ძრავა, რომელიც აკუმულატორს დამუხტავს. გამოდის, რომ ასეთი ჰიბრიდის მფლობელს შეუძლია ჩვეულებრივი ბენზინგასამართი სადგურები გამოიყენოს.

ფასი. ყველაზე პრობლემური კითხვა ფასს ეხება. ელექტრომობილი ძვირია. ფასის გაზრდას ხელს უწყობს ძვირადღირებული აკუმულატორები. სამაგიეროდ, ელექტრომობილის “საწვავი” გაცილებით იაფია და ყველა სახლშია ხელმისაწვდომი.

რაც შეეხება ჰიბრიდულ მანქანებს, ჩვეულებრივ ავტომობილებთან შედარებით ისინი უფრო ეკონომიურია, ელექტრომობილზეც უფრო იაფი. მაგრამ ბენზინი მათაც ჭირდებათ, რომლის ფასი სულ უფრო იზრდება და ის დამოკიდებულია მსოფლიოში არსებულ სიტუაციაზე.

ზეგავლენა ეკოლოგიაზე. ელექტრომობილი ითვლება ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის სახეობად. მაგრამ ეს ბოლომდე არ შეესაბამება სინამდვილეს. ელექტრობა მანქანებისთვის იშვიათად იწარმოება განახლებადი წყაროებიდან (წყალი, ქარი, მზე). უფრო ხშირად, ელექტრომობილები მოძრაობენ ატომური ან თბოელექტროსადგურებიდან მიღებული ელექტრობით. ამიტომ ელექტრომობილი არ არის აბსოლუტურად სუფთა.

ჰიბრიდების მწარმოებლები აცხადებენ “დიახ, ჩვენ ვწვავთ ბენზინს და გამოვიმუშავებთ CO2-ს……”, ამასთან ერთად ამატებენ: “… მაგრამ ძალიან ცოტას”. ამიტომ ჰიბრიდული მანქანები მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეკოლოგიურად უსაფრთხო გადაადგილების საშუალებებისკენ, თუმცა, აბსოლუტურ სისუფთავეზე ლაპარაკი ზედმეტია.

დასკვნა. ამჟამად ძნელია იმის თქმა, ტრანსპორტის რომელი ტიპი გაიმარჯვებს – ელექტრომობილი თუ ჰიბრიდი. ამ დროისთვის არსებობს არაერთი ტექნოლოგია და პროექტი, რომლებმაც შეიძლება სურათი კარდინალურად შეცვალოს.

ასევე, იხილეთ სტატია: ალტერნატიული საწვავი


One Response to ელექტრომობილი და ჰიბრიდი

  1. ტოურ ამბობს:

    სად შევიძინოთ ელქტრომობილი?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>