ღირს თუ არა საჭის გადატანა?

gadatana

ღირს თუ არა საჭის გადატანა? საჭის გადატანა საკმაოდ რადიკალური ნაბიჯია. ამის მიზეზი კი როგორც წესი, ხდება ის, რომ მძღოლი ვერ ეგუება მის მარჯვენა მხარეს მდებარეობას. ავტომოყვარულთა ნაწილი  ჩივის, რომ მარჯვენასაჭიანი მანქანის მართვისას იკარგება სათანადო კუთხით ხედვის არე და იზრდება ავარიული სიტუაციების ალბათობა. თუმცა, ზოგიერთი კი  ასეთი მანქანით არანაირ დისკომფორტს არ განიცდის. 

ტექნიკურად რთული “ოპერაციის” შედეგად მარჯვენასაჭიანი მანქანა მარცხენასაჭიანად იქცევა. მაგრამ ბევრს აწუხებს კითხვა – ღირს თუ არა საჭის გადატანა?

პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ საჭის გადატანა შესაძლებელია მხოლოდ იმ მოდელებზე, რომლებსაც ევროპულ ბაზარზე  მარცხენასაჭიანი ანალოგები გააჩნიათ .
ერთი შეხედვით, თითქოს არც ისე ძნელია საჭის გადატანა. მაგრამ საჭის გარდა სხვა ბევრი დეტალის გადაწყობაც ხდება საჭირო. მათ შორის: საჭის რეიკის, სვეტის – სამაგრ კრონშტეინებთან ერთად და ტორპედოს გადატანა (ასევე გათბობის და კონდენციონირების სისტემების. თუმცა, შეიძლება ზოგიერთი მათგანის გადატანა შეუძლებელი აღმოჩნდეს და მათთან გამოთხოვება მოგიწიოთ).

საჭიროა მილების გადატანა, რომლებიც მოტორის განყოფილებაში კონდენციონერთან და ღუმელთან მიდის (უფრო ხშირად, მათ აგრძელებენ ან ამოკლებენ). ასევე, პედლების გადატანა კრონშტეინებთან ერთად. საჭიროა მუხრუჭების ვაკუუმური გამაძლიერებლის, გაზის ტროსის და გადაბმულობის მთავარი ცილინდრის მდებარეობის შეცვლა. კვანძების მეორე მხარეს გადასატანად აუცილებელი ხდება მოტორულ განყოფილებაში ადგილის განთავისუფლება. ყველაზე რთულია მოტორის საფარის (“შიტის”) ამოჭრა, ნაჭრებად დაჭრა, შემდეგ შედუღება და თავიდან დაყენება. მოტორის საფარი ერთმანეთისგან გამოყოფს სალონსა და კაპოტისქვეშა სივრცეს და წარმოადგენს ძარის ძირითად საყრდენს. საფარზე დამაგრებულია ყველა დეტალი, რომელთა გადაადგილებაც აუცილებელია. მოტორის საფარის ფორმა არ არის სიმეტრიული, ამიტომ მასზე ჩატარებული ყველა მანიპულაციის შედეგად, მანქანა საკმაოდ არასაიმედო ხდება, ძარის სტრუქტურა შესამჩნევად უარესდება, თითქოს ავტომობილი ავარიაში მოხვდა. თუკი ასეთი შედეგი დგება, ღირს საჭის გადატანა?

კიდევ ერთი პრობლემა: ძნელია ისეთი ხელოსანი ვიპოვნოთ, ვისაც საჭის გადატანა  კვალიფიციურად შეუძლია. აუცილებლად უნდა მოძებნოთ შესაბამისი სპეციალისტი რეკომენდაციით. შეიძლება ბევრმა ბევრმა იცის საჭის გადატანა და ამ საქმეს არაერთი ხელოსანი ასრულებს კიდეც, მაგრამ  ისინი გარანტიას ვერ მოგცემენ. შეიძლება კეთილსინდისიერად გაგიკეთონ კიდეც, მაგრამ ამით რისკი არ მცირდება. უნდა გახსოვდეთ, რომ  ავტომობილის მნიშვნელოვან ნაწილებში ასეთი ტიპის ჩარევა, ქარხნული ხარისხის დაკარგვას განაპირობებს. ყოველივეს ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, უკვე თავად შეგიძლიათ გადაწყვიტოთ გიღირთ თუ არა საჭის გადატანა.

საჭის გადატანა

 

საჭის გადატანა გადაღთვები

 


5 Responses to ღირს თუ არა საჭის გადატანა?

  1. ირაკლი ამბობს:

    eshmakmac caigos germanuli manqanebi. iyidet xalxo iaponurebi da ruli gadaitanet, mteli cxovreba mogemsaxurebat. germanul manqanebtan shedarebit iaponurebs jangi ar shegichamt d342 probis metalia da tan shedugebasac kargad itans. germanul manqanebze yvelaze sauketeso metali d650 ia da dzalian rbilia, shedugebisas rasac qvia ixeva, tan germanul zamtars gadarchenili manqanis dedac. :D

  2. ანონიმური ამბობს:

    კარგი

  3. lado ამბობს:

    iaponuri manqanebi kargia..amerikula saertod ar gaekarot..iaponurs ruli saertod rom ar qondes mainc jobia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>