როგორ ავიღოთ მართვის მოწმობა ( prava )

prava_1

როგორ ავიღოთ ( prava ) მართვის მოწმობა  ? როგორ ჩავაბაროთ გამოცდა? ღირს თუ არა ( prava )  მართვის მოწმობა ავტოსკოლის დახმარებით  ავიღოთ? ავტობულდოგი გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას და ასევე გამოცდილებას, რაც მართვის მოწმობის აღებისთვის გამოგადგებათ. 

მაშ ასე, გინდათ ( prava ) მართვის მოწმობა  და აპირებთ გამოცდაზე გასვლას, პირველ რიგში, განსაზღვრეთ თქვენი ინდივიდუალური სტრატეგია.

( prava ) მართვის მოწმობა  - გამოცდებისთვის მომზადება:

prava tareba

პირველი გამოცდა თეორიაშია. თეორიულ საკითხებში ზოგი სხვის დაუხმარებლად ემზადება, მაგრამ ზოგს  საკუთარ თავზე მუშაობა უჭირს. ნებისმიერ შემთხვევაში, ძალისხმევა უნდა დახარჯოთ, რომ ცოდნა მიიღოთ და საკითხები დაიმახსოვროთ. მაგრამ, მასწავლებელი ყოველთვის დაგეხმარებათ უკეთ გაანალიზოთ და გაიაზროთ საკითხები, გაიმეოროთ ნასწავლი. ამიტომ, უმჯობესია თუ ავტოსკოლას მიაკითხავთ.

თეორიულ საკითხებში ავტოსკოლის საშუალებით მომზადება საშუალოდ 70-80 ლარი დაგიჯდებათ. რაც ნამდვილად ღირს, რადგან ეს სხვა თუ არაფერი, ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც უპირატესობას მოგცემთ.
საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, რომ მე, ჩვენი ვებ-გვერდის – ავტობულდოგის ერთ-ერთმა შემქმნელმა გავიარე ავტოსკოლა. ვთვლი, რომ თეორიული ნაწილი 90% ჩემით დავძლიე, ხოლო 10%-ით ავტოსკოლის ინსტრუქტორები დამეხმარნენ, რომ ეს ცოდნა სისტემაში მომეყვანა. თეორიულ გაკვეთილებზე განვიხილავდით სხვადასხვა შემთხვევებს, ვმსჯელობდით და ვაანალიზებდით საკითხებს. რაც მე და სხვებსაც უდავოდ წაგვადგა. იმასაც გეტყვით, რომ ჩემს ჯგუფში 20 კაცი იყო და აქედან 19-მა პირველივე ცდაზე ჩააბარა თეორიული გამოცდა. ჩემი არაერთი მეგობარი კი ავტოსკოლაში მომზადების გარეშე, პირველივე ცდაზე ჩაიჭრა. მათ მართვის მოწმობა ( prava ) ვერ აიღეს.

( prava ) მართვის მოწმობა – პრაქტიკული გაკვეთილები:

პრაქტიკის გაკვეთილი საათი საშუალოდ 20 ლარი ჯდება. თუკი მანქანა მანამდე საერთოდ არ გიტარებიათ, მინიმუმ 10 გაკვეთილი მაინც დაგჭირდებათ, რომ გამოცდაზე გახვიდეთ. ისე გაგიჭირდებათ მართვის მოწმობა ( prava ) აიღოთ.

prava - მართვის მოწმობა

რაც შეეხება პრაქტიკულ გამოცდას. თუკი ჩემს ჯგუფში თეორიის გამოცდა 20-დან 19-მა  წარმატებით დასძლია, პრაქტიკულ გამოცდაზე, ნახევარი ჩაიჭრა. რატომ მოხდა ასე? რატომ ვერ აიღეს მართვის მოწმობა? ისინი პრაქტიკაშიც კარგად იყვნენ მზად, მაგრამ მათი ჩაჭრის მთავარი მიზეზი იყო ნერვიულობა (ნერვიულობდნენ ისინიც კი, ვინც მანქანას უკვე დიდი ხანი მართავდა), რაც შეცდომებში გამოვლინდა. და რა შეცდომები იყო: 1. მანქანის დაძვრისას დაავიწყდათ ხელის მუხრუჭის ჩამოწევა 2. ღვედის გაკეთება 3. მანევრების დასრულებისას კონუსიდან ფეხის ნაჩქარევად აღება, რასაც ძრავის ჩაქრობა მოჰყვა და ა.შ. სხვა შეცდომები: უკანა სვლით არასწორი პარკირება, გაზზე ფეხის სწრაფად დაჭერა, სიჩქარის არასწორი არჩევა და სხვა.
პირველ რიგში შეამზადეთ თავი იმისთვის, რომ პრაქტიკულ გამოცდაზე სრულიად ცივსისხლიანი და დამშვიდებული წარდგეთ. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ სიტუაცია თითქოს უკვე გამოცდაზე ხართ და მშვიდად ასრულებთ მანევრებს. ხშირად იმეორეთ აფირმაციები: მე მშვიდად ვარ, სანერვიულო არაფერი მაქვს, გამოცდისთვის კარგად ვარ მომზადებული, მე გამოცდა უკვე ჩავაბარე და მართვის მოწმობა ავიღე. მართვის მოწმობა უკვე ჯიბეში მაქვს! ეს აფირმაციები სიმშვიდის მოპოვებაში  დაგეხმარებათ. გისურვებთ წარმატებებს!

იხილეთ თემასთან დაკავშირებული ლინკები:

1. prava მართვის მოწმობა – თეორიული გამოცდა:

2. prava მართვის მოწმობა – პრაქტიკული გამოცდა:

3. prava მართვის მოწმობა – საგამოცდო პროცედურები:

4. prava მართვის მოწმობა – სერვისის ტარიფები.

ასევე შეგიძლიათ გადმოიწეროთ მანქანის მართვის თამაშები (სიმულატორები), რომელებიც მაქსიმალურად მიახლოებულია ქუჩებში არსებულ რეალურ სიტუაციებთან:

Driving Simulator 2012 – გადმოწერა
(პაროლი არქივებზე: file.ge )

3D Driving-School v 4.2 + Crack – გადმოწერა
(პროგრამის ინსტალაციისას გამოიყენეთ პარილი: Clutch )

თეორიული გამოცდების ტესტები შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულებზე:

http://www.ms.mia.ge/DRIVERTEST/

http://prava.drive.ge/

http://auto.ge/drive/index.php

http://www.mycar.ge/page_40_89664.html

ასევე, იხილეთ ვიდეო, სადაც ნაჩვენებია თეორიული და პრაქტიკული გამოცდების პროცესი:

და აი, მართვის მოწმობა უკვე აიღეთ და აპირებთ მანქანის შეძენას (თუ რა თქმა უნდა ჯერ არ გყავთ მანქანა). ამაში უთუოდ დაგეხმარებათ ჩვენი სტატია ავტომობილის არჩევის შესახებ:
მანქანები ( manqanebi ) საქართველოში

prava

 


22 Responses to როგორ ავიღოთ მართვის მოწმობა ( prava )

  1. basabasa74 ამბობს:

    var 17 wlis romeli kategoriis martvis mowmobis ageba shemidzlia da agretve shemidzlia tu ara satvirto samgzavro manqanis tarebaa

  2. ანონიმური ამბობს:

    რა არის საჭირო იმისათვის რომ მუხლუხა ტრაქტორის მართვის მოწმობა ავიღოთ?

  3. ანონიმური ამბობს:

    Var 17 wlis da gamocdaze rom gavide mchirdeba? avto skolis damtavrebis mowmoba????

    • AutoBulldog ამბობს:

      ავტოსკოლოს დამთავრება აუცილებელი არ არის. შეგიძლიათ თვითონ მოემზადოთ თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებში.

  4. ანონიმური ამბობს:

    kargi rchevebia, esesaa chavabare mec me-5 cdaze :D

  5. IraKli ამბობს:

    vxdebi 16 wlis da shemidzlia tu ara avigo martvis mowmoba??

  6. ანონიმური ამბობს:

    mec minda pravaaa

  7. იბერი ამბობს:

    მე მინდააა :პ

  8. hhyhy ამბობს:

    PRAVA MAAQVS. TAN B. C. D. KATEGORIEBI

  9. ანონიმური ამბობს:

    ar aris sajiro mrtvis mowmobaaaaa

  10. ანონიმური ამბობს:

    mecrom minda prava vis wavartvaaa

  11. saba ამბობს:

    c kategoria minda avigo da vinmem mirchiet ra vqna vis mivmarto…

  12. ანონიმური ამბობს:

    mianteresebs 16 wlisas tu shemidzlia martvis mowmobis ageba

  13. AutoBulldog ამბობს:

    მართვის მოწმობის აღება შეგეძლებათ 17 წლიდან.

  14. zuka ამბობს:

    teoriidan praqtikaze ramden xanshi gavaaaal?

  15. zuka ამბობს:

    da ramdenia gadasaxdelii gamocdaze gasaasvlelaad?

  16. ანონიმური ამბობს:

    gtxovt mipasuxot .arasrulclovanis prava sad shevcvalo

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>